მთავარი / მთავარი მოვლენები / ქალებისთვის ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსები დაიწყო
ქალებისთვის ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსები დაიწყო

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსები დაიწყო

თბილისის სატრანპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ავტობუსის მძღოლების კურსებზე ქალებისათვის გადამზადება დაიწყო. ინფორმაციას თბილისი სატრანსპორტო კომპანიის სამსახური ავრცელებს.

პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსს ცხრა პრეტენდენტი გაივლის, რომელთაც  დააკმაყოფილეს მოთხოვნილი პირობები და სურვილი გამოთქვეს, კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე დასაქმდნენ.

კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, D კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკულ გამოცდა ჩააბარონ. კურსთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებასაც საკონსულტაციო კომპანია ფარავს.

როგორც სატრანსპორტო სამსახურში აცახდებენ, შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას, გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს, მიიღებენ  ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა).

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსის მძღოლებად ქალებისთვის კონკურსი 12 სექტემბერს გამოაცხადა და 8 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ განაცხადა, მათი შეკრების …