მთავარი / მთავარი მოვლენები / პრეზიდენტი: მე მაშინ ავიღე 62%, როცა ადმინისტრაციული რესურსი “ნაცმოძრაობის” ხელში იყო
პრეზიდენტი: მე მაშინ ავიღე 62%, როცა ადმინისტრაციული რესურსი “ნაცმოძრაობის” ხელში იყო

პრეზიდენტი: მე მაშინ ავიღე 62%, როცა ადმინისტრაციული რესურსი “ნაცმოძრაობის” ხელში იყო

ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგი, სადაც 25 კანდიდატიდან საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდეტნი ვერ აირჩია.

“რა არის ჩემი შეხედულებით პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და რა მცდარი, ამის თაობაზე ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან ღიად, მათ შორის, მედიის საშუალებით, ვეუბნებოდი ჩვენ მოქალაქეებს და პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფ, ჯერ კოალიციას და შემდეგ უკვე პარტიას „ქართული ოცნება“. მე ეს მისია მიმთავრდება და ახლა თავად შეძლონ და თავად ამოიკითხონ ის გზავნილები, რომლებიც მათ მისცა ქართულმა საზოგადოებამ. ხუთი წლის განმავლობაში ამას ვაკეთებდი ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, ვამბობდი, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც იყო შეცდომები, თუმცა ხუთი წლის განმავლობაში, ამის გამო კრიტიკა და უსამართლო თავდასხმები მესმოდა.

რაც ეხება იმას, მე რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა… ისტორიაში ჰიპოთეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ, 2013 წელს, ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ნახევარზე ნაკლები ფინანსური რესურსით იმისა, რაც დღეს დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“, იმ ფონზე როდესაც პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი და როცა არც ერთი გამგეობა და რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ისე კი არა, როგორც ახლაა, როდესაც ყველა რაიონული სტრუქტურა „ქართული ოცნების“ ხელშია, ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, ეს არის 62 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი პასუხი და რა იქნებოდა და დანარჩენი ჰიპოთეტურია” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი – 38,6%, გრიგოლ ვაშაძე – 37,7% შედეგის მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.

წყარო: აიპრესი

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …