მთავარი / მსოფლიო / პოლონეთში 28 წლის გოგოს მკვლელობისთვის, ინტერპოლი საქართველოს მოქალაქეს ეძებს
პოლონეთში 28 წლის გოგოს მკვლელობისთვის, ინტერპოლი საქართველოს მოქალაქეს ეძებს

პოლონეთში 28 წლის გოგოს მკვლელობისთვის, ინტერპოლი საქართველოს მოქალაქეს ეძებს

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივი პროკურატურა 39 წლის მამუკა ხეცურიანს ადანაშაულებს.

„ქალი ნაცემია და გაუპატიურებული. სიკვდილი ყელის არეში ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია“, – აცხადებს ლოძის პროკურორი კშიშტოფ კოპანია.

პოლონური მედია წერს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ის ახლა საქართველოში იმყოფება.

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბელარუსის მოქალაქე, 44 წლის ქალი და საქართველოს მოქალაქე, 41 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. ბელარუსის მოქალაქეს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვისაც ედება. პროკურატურის მოთხოვნით, მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ 39 წლის მამუკა ხეცურიანზე წითელი ცირკულარით ძებნა პოლონეთის ინტერპოლმა გამოაცხადა.

“საქართველოს მოქალაქე მამუკა ხეცურიანზე წითელი ცირკულარით ძებნა პოლონეთის ინტერპოლმა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ზოგადი ინფორმაცია განთავსებული არის ინტერპოლის ვებგვერდზე, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. დამატებითი ინფორმაცია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არის დაცული და ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის ინიციატორი არის პოლონეთი, ქართული მხარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს“. – აცხადებენ შს სამინისტროში.

შემთხვევითი სიახლე

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, – ამის შესახებ აშშ-ის …