მთავარი / მთავარი მოვლენები / პოლიცია გორგიას მეპატრონის ყოფილი ცოლით დაინტერესდა

პოლიცია გორგიას მეპატრონის ყოფილი ცოლით დაინტერესდა

“გორგიას“ მფლობელის გატაცების ორგანიზების საქმის ფარგლებში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დღეს გაირკვა, რომ პოლიცია ჰიპერმარკეტ “გორგიას“ მფლობელის ყოფილი ცოლითაც დაინტერესდა, თუმცა საკუთარი ვერსია აქვს გია გორგოშაძის ყოფილ მეუღლეს.

ჰიპერმარკეტ ”გორგიას” დირექტორის გატაცების მცდელობისთვის ოთხი პირი 11 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მათ ბრალი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით ედებათ. ბრალს არცერთი მათგანი აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები, ჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებლის – გია გორგოშაძის გატაცებასა და შემდგომ ოჯახისთვის 5 მილიონის გამოძალვას გეგმავდნენ.

არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. მათ დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 12 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …