მთავარი / საქართველო / განათლება / პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი ხვალ დაიწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი ხვალ დაიწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი ხვალ დაიწყება

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 2 ივლისიდან დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, რეგისტრაციის მე-2 ეტაპის დასრულების შემდეგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.

წყარო: 1tv | ავტორი: თამარ ნადარეიშვილი

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …