მთავარი / მთავარი მოვლენები / პატრიარქმა კახა კალაძეს თბილისის მერად არჩევა მიულოცა
პატრიარქმა კახა კალაძეს თბილისის მერად არჩევა მიულოცა

პატრიარქმა კახა კალაძეს თბილისის მერად არჩევა მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს.

„გულითადად გილოცავთ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. პოლიტიკურ სივრცეში მოღვაწეობა თქვენ დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყეთ, მაგრამ ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვის წერილში.

კახა კალაძემ დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13% მიიღო. 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …