მთავარი / მთავარი მოვლენები / პატრიარქი ზაზა სარალიძეს დღეს 16:00 საათზე შეხვდება
პატრიარქი ზაზა სარალიძეს დღეს 16:00 საათზე შეხვდება

პატრიარქი ზაზა სარალიძეს დღეს 16:00 საათზე შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ილია მეორესთან შეხვედრა სურს.

სარალიძემ ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებთან განაცხადა. რამდენიმე წუთის წინ “ქრონიკას” საპატრიარქოდან მამა გიორგი ზვიადაძემ დაუდასტურა, რომ რომ პატრიარქი მზად არის, ხორავს ქუჩაზე მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე მიიღოს.

ზაზა სარალიძე თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მესამე დღეა მართავს. აქციის დაწყების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქალაქო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

სარალიძის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებმა დააანონსეს, რომ აქცია 18:00 საათიდან განახლდება.

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.

31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …