მთავარი / სპორტი / პაოლო მალდინი – ტრავმის გამო, ვერ ვითამაშე
პაოლო მალდინი - ტრავმის გამო, ვერ ვითამაშე

პაოლო მალდინი – ტრავმის გამო, ვერ ვითამაშე

„დინამო-არენაზე“ გამართულ ვარსკვლავთა საქველმოქმედო მატჩზე მოწვეულ სტუმართა შორის „მილანისა“ და იტალიის ნაკრების კაპიტანი პაოლო მალდინიც იყო. თუმცა, ის მოედანზე არ გამოჩენილა. რა გახდა ამის მიზეზი, ამაზე იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ მატჩის შემდეგ ილაპარაკა.

„სამწუხაროდ, ფეხი მტკიოდა და ტრავმა თამაშის საშუალება არ მომცა. ვიცი, რომ საქართველოში უყვართ ფეხბურთი, ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. ბევრი ძველი მეგობარი ვნახე და სტადიონზეც მშვენიერი ატმოსფერო იყო“ – განაცხადა მალდინიმ.

წყარო: 1tv

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …