მთავარი / მთავარი მოვლენები / პაატა ბურჭულაძე პროკურატურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს [ვიდეო]

პაატა ბურჭულაძე პროკურატურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს [ვიდეო]

პაატა ბურჭულაძე მთავარი პროკურატურისგან ბოდიშის მოხდას ელის და ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შეწყვეტას მოითხოვს.

ბურჭულაძე დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ფონდის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება, მის წინააღმდეგ მიმართული დევნის მაგალითად აფასებს. ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა განცხადება ფონდის ოფისში გააკეთა.

ფონდში თანხების არამიზნობრივ ხაჯვის საქმეზე, 8 ოქტომბერს, სასამართლოში გამოიკითხა პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო. რომელმაც თქვა, რომ ფონდში 14 წელადი იმუშავა კონსულტანტ-თანამემწედ, ფონდიდან ხელფასს კი ორი წლის განმავლობაში იღებდა. მისი თქმით, ისინი იყენდებდნენ არა სახელმწიფო თანხებს, არამედ სპონსორების ფულს.

ბურჭულაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფონდ “იავნანადან” თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 20 სექტემბერს დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …