მთავარი / სპორტი / ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი 95 ქვეყანას შორის
ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი 95 ქვეყანას შორის

ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი 95 ქვეყანას შორის

საქართველოს ყრუთა კავშირის წევრები მნიშვნელოვანი გამარჯვეებებით  ბრუნდებიან საქართველოში. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი ჯანელიძემ (59 კგ. წონით კატ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ლაშა ჯანელიძემ (66კგ.წონითკატ.)- ვერცხლის მედალი. თავისუფალ ჭიდაობაში (74 კგ.წონითი კატეგორია) ვერცხლის მედალი  მიიღო შაქრო ჩაკვეტაძე.

პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს ყრუთა კავშირის ორგანიზებით და დაფინანსებით ქართველმა ყრუ პირებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სურდოოლიმპიადაში (,,სურდლიმპიადა”), რომელშიც ყოველწლიურად იმართება 100 -მდე ქვეყნის მონაწილეობით. სურდლიმპიადის მიზანია შშმ (ყრუ) პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მათი თვითრეალიზების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. რიგით 23-ე ოლიმპიადა თურქეთში, ქ.სამსუნში ჩატარდა.

,,ჩვენ საქართველოს სახელით ვიასპარეზეთ და მნიშვნელოვანი შედეგებით დავბრუნდით. იმის გათვალისწინებით. რომ ქართველი ყრუ პირები პირველად მონაწილეობდნენ სურდოოლიმპიადაში, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი 95 ქვეყანას შორის სერიოზული შედეგია. ყრუ პირებმა შეძლეს საქართველოს დროშის აღმართვა საერთაშორისო ოლიმპიადაზე და საქართველოს ყრუთა კავშირი ამაყობს თითოეული მათგანით. ყრუ სპორტსმენებს ისევე შეუძლია საქართველო ასახელონ, როგორც ნებისმიერ სხვა სპორტსმენს”, – აღნიშნა საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ამირან ბატატუნაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …