მთავარი / საქართველო / განათლება / ოქტომბრიდან თბილისის სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება
ოქტომბრიდან თბილისის სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება

ოქტომბრიდან თბილისის სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება

ათ საჯარო სკოლაში ვაშლის დარიგება ოქტომბრიდან დაიწყება. განათლების სამინისტროს პროექტების მენეჯერ მაია მუშკუდიანზე დაყრდნობით, ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ტექნიკური პროცედურებია გასავლელი და ვფიქრობთ, რომ ოქტომბრიდან შევიტანთ ვაშლს სკოლებში. 10 სკოლა შეირჩა მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით და შესაბამისად, ვაშლები თითო რაიონიდან ყველაზე მრავალრიცხოვან სკოლაში იქნება მიწოდებული”, – განაცხადა მაია მუშკუდიანმა.

სკოლებში ვაშლის დარიგების პროექტის ფარგლებში ვაშლის შესასყიდად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.

ამ კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …