მთავარი / მთავარი მოვლენები / ომბუდსმენი: კარვის გაშლის აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა
ომბუდსმენი: კარვის გაშლის აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა

ომბუდსმენი: კარვის გაშლის აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა

“საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ ადგილას აქვს უფლება გაშალოს კარავი, სადაც ის ხელს არ უშლის ტრანსპორტის მოძრაობას. ასეთი ქმედებები არის უკანონო შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“, – განაცხადა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა.

ლომჯარიას თქმით, საახალწლო ღონისძიება არ არის მიზეზი, რის გამოც უნდა შეიზღუდოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება.

რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ცუდად გახდა ზაზა სარალიძე და დედამისი, რომლებიც უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.  მიუხედავად დაპირისპირებისა, პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა 8 კარავი გაშალეს.

აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე გუშინ დაანონსეს. აქცია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას მოჰყვა. ზაზა სარალიძემ მერიას თხოვნით მიმართა, რომ აქციის ჩატარების უფლება დეკემბრის ბოლომდე მიეცათ, თუმცა მერიაში განუცხადეს, რომ 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეეცვალა.

სარალიძის შვილი, დავით სარალიძე ერთ-ერთი იყო 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნიდან. ამ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს. მისი განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს …