მთავარი / სპორტი / ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრები ლონდონში რუსული პასპორტებით გაემგზავრა
ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრები ლონდონში რუსული პასპორტებით გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრები ლონდონში რუსული პასპორტებით გაემგზავრა

31 მაისიდან 9 ივნისამდე ლონდონი არაღიარებული რეგიონების საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს, რომელსაც მისი ორგანიზატორები არაღიარებულთა მსოფლიოს ჩემპიონატს უწოდებენ.

ორგანიზატორი CONIFA გახლავთ – 47 არაღიარებული რეგიონის საფეხბურთო კავშირი, რომლის ოფისი შვედეთის ქალაქ ლულეოში მდებარეობს.

არაღიარებულთა მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მიმდინარე ტურნირი კი მესამეა.

ე.წ. მსოფლიოზე ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრებიც ითამაშებს, რომელიც წინა ტურნირის გამარჯვებულია. აფხაზური მედიის ცნობით, გუნდი ადლერიდან სტამბულამდე 30 მაისის უნდა გამგზავრებულიყო, იქიდან კი – ლონდონში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზმა ფეხბურთელებმა ბრიტანეთში ვიზები 25 მაისს მიიღეს.

ამის შესახებ განმარტება აფხაზების ე.წ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესლან აჯინჯალმა “რია ნოვოსტისთან” გააკეთა.

„აფხაზეთის საფეხბურთო გუნდმა ლონდონში მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ვიზა მიიღო და 30 მაისს გავემგზავრებით. ნაკრების ყველა წევრს რუსული პასპორტი გააჩნია. ვიზების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება გვქონდა, თუმცა სირთულე გუნდის არც ერთ წევრს არ შექმნია“ – ამბობს აჯინჯალი.

წყარო: 1tv | ავტორი: მერაბ მამულაშვილი

შემთხვევითი სიახლე

ლიანა ჯოჯუამ მსუბუქ წონაში ММА-ს მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა [ვიდეო]

პირველად FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ისტორიაში, სატიტულო ბრძოლაში ქართველი გოგონა რუს მეტოქეს დაუპირისპირდა. 22 წლის ჯოჯუა, …