მთავარი / მთავარი მოვლენები / ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა

ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა

არსებული ინფორმაციით, ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა.

როგორც მეზობლებმა განაცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბიოლოგიური მშობელი ბრალდებული ქალბატონი არ იყო. მათივე ინფორმაციით, ბავშვი მამაკაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, საერთო შვილი კი ახლახან შეეძინათ. მეზობლების ინფორმაციით, დედინაცვალი განსაკუთრებული სიმკაცრით სწორედ იმ 2 არასრულწლოვნის მიმართ გამოირჩეოდა, რომელიც მამაკაცს პირველ ქორწინებაში ჰყავდა. თუმცა, მათივე თქმით, ბავშვებს მამაც ხშირად უსწორდებოდა ფიზიკურად.

მეზობლების ინფორმაციით, ცემის შედეგად დაზიანებები აღენიშნება როგორც გარდაცვლილ 4 წლის გოგონას, ასევე მის 5 წლის ძმას, რომელიც იმავე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი ბანკის ლონდონელმა აქციონერებმა ხაზარაძეს კრედიტის დაბრუნება მოსთხოვეს?!

თიბისი ბანკის ლონდონელმა აქციონერებმა ხაზარაძეს კრედიტის დაბრუნება მოსთხოვეს?!

საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „თიბისი ბანკმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი …