ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან საფასურის გადახდა მოუწევთ | Tbilisi Today
მთავარი / საქართველო / ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან საფასურის გადახდა მოუწევთ
ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან საფასურის გადახდა მოუწევთ

ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან საფასურის გადახდა მოუწევთ

ახალი ვალდებულებები მესაქონლეებს – ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წელს მეწარმე სუბიექტად დარეგისტირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ – ამ რეგულაციების დაწესებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

რეგულაციების შესახებ 28 წლის ფერმერმა უჩა ქემაშვილმა ახლახან შეიტყო. მისი ოჯახი მესაქონლეობას ათეული წელია მისდევს და ახლაც 3 ძროხას უვლიან, აქედან ერთი მეწველია და ყოველდღიურად რძეს და მაწონს ყიდიან. ფერმერის თქმით პირუტყვის მოვლა ხარჯებთან არის დაკავშირებული და თუ ახალი რეგულაციებით გადასახადის გადახდა და ახალი სადგომის აშენება მოუწევს იძულებული იქნება პირუტყვი გაყიდოს.

„სოფელში ნახირი აღარ არის, საძოვრები გაიყიდა, ტუკების შესაძენად თანხაა საჭირო, ახლა მომგებიანი აღარ არის ადრე იყო. ახალი რეგულაციების შემდეგ კი დიდი ალბათობით გავყიდით, რადგან ვეღარ გავწვდებით ხარჯებს“, – ამბობს ფერმერი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ რეგულაციები საჭირო და ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით სავალდებულოა.

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აგრო მიმართულების ხელმძღვანელი ნუგზარ სუარიძე განმარტავს, რომ შინა მეურნეობების მიზნესს ოპერატორად დარეგისტრირება მათთვის მომგებიანი გახდება და ისინი არაკეთისინდისიერი მეწარმეებისგან დაცული იქნებიან.

„ამ რეგულაციების გარკვეულწილად არ არსებობა ქვეყნაში იწვევს იმას, რომ არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა ბებოს ყველის სტატუსით ისარგებლეს და ბებომ ვერ მოიგო აქედან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ პროდუქტები, რომლებიც იწარმოება ჩვენს სოფლებში არის უვნებელი“, – ამბობს სუარიძე.

ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირების გარდა, ყველა ფერმერი, რომელიც რძის ნაწარმს გაყიდის ვალდებული იქნება პირუტყვის სადგომი შესაბამისი სტანდარტებით მოაწესრიგოს და ასევე სურსათის უვნებლობის კუთხით გააკონტროლოს იმ ჭურჭლის ხარისხი, რომელიშიც პროდუქცია მზადდება.

შემთხვევითი სიახლე

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ნასყიდაშვილის …