მთავარი / საქართველო / ნინო კასრაძე რობერტ სტურუას: საქართველო იყო, არის და იქნება

ნინო კასრაძე რობერტ სტურუას: საქართველო იყო, არის და იქნება

მსახიობი ნინო კასრაძე სოციალურ ქსელში რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებას ეხმაურება.

მსახიობი თავის პოზიციას აფიქსირებს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ახალი საქართველო ახლა იბადება“.

„ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ…. მაგრამ დღეს (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში) არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის,რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით… მესმის,რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია, მესმის რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია,ჰოდა,ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით… ბატონო რობერტ,გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ,სტუდენტები, თინეიჯერები,ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები.ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს,რომელზეც ყველა ვოცნებობთ.მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ,მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?! მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს,ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის… პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება-უკომპრომისო,პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა… ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი.პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”! საქართველო იყო, არის და იქნება!!!!“ – წერს ნინო კასრაძე.

თბი­ლის­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი რო­ბერტ სტუ­რუა “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გამოეხმაურა.

“ბო­როტ­მა სულ­მა იმარ­ჯვა… ნა­ცის­ტე­ბი ზე­ი­მო­ბენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!” – წერს სტუ­რუა.

შემთხვევითი სიახლე

ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან საქართველოში ფრენებს კრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან …