მთავარი / მთავარი მოვლენები / ნინი ქარსელაძე: სარალიძის შვილი არ მოუკლავს სისტემას, არ გამოიძიას და მოკლას შორის დიდი სხვაობაა

ნინი ქარსელაძე: სარალიძის შვილი არ მოუკლავს სისტემას, არ გამოიძიას და მოკლას შორის დიდი სხვაობაა

“სარალიძის შვილი არ მოუკლავს სისტემას, არ გამოიძიას და მოკლას შორის დიდი სხვაობაა”- ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, სადაც მოწვეული სტუმრები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებდნენ.

“ჩვენ ვართ დღეს ბულინგის მსხვერპლი. გული მწყდება რომ ქართველები ქართველბს ესე უტევენ. რომელ რუსეთზეა საუბარი, ჩვენ ვჭამთ ერთმანეთს და ახლა ოკუპანტი თუ შემოგვიტევს ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მე მაქვს ჩემი პრეტენზიები და კითხვები “ქართულ ოცნებასთან”, მაგრამ ვთვლი, რომ დღეს ამის გარჩევის დრო არ არის. ამაზე საუბრის დროც მოვა არჩევნების მერე. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე შეიცვლება და თუ შანსის მიცემაზეა საუბარი, შანსს რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას მივცემ  და არა იმ ადამიანებს, ვინც მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბადრი პატარკაციშვილი, ზურა ჟვანია” – განცხადა ნინი ქარსელაძემ

ამ განცხადებას სტუდიის სტურმართა გარკვეული ნაწილი რეპლიკით შეხვდა და ქარსელაძეს მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმეები გაახსენა.

“არ მგონია, რომ რომელიმეს ეჭვი შეეპარება, იმაში რომ ჩვენ ნაკლებად განვიცადეთ დავით სარალიძის მკვლელობის საქმე. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ზაზა სარალიძეს ია მეტრეველსა და ირინა ენუქიძეს ადარებენ. მაშინ თქვენმა სისტემამ მოკლა ეს ბიჭები. ზაზა სარალიძის შვილი არ მოუკლავს სისტემას. მოდი, ამის გამიჯვნა გავაკეთოთ” – განაცხადა ქარსელაძემ

შემთხვევითი სიახლე

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

34 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად …