მთავარი / მთავარი მოვლენები / ნიკა მელია: რომან გოცირიძემ გენიალური რაღაც თქვა, თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან
ნიკა მელია: რომან გოცირიძემ გენიალური რაღაც თქვა, თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან

ნიკა მელია: რომან გოცირიძემ გენიალური რაღაც თქვა, თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან

ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერში არ არის საკვანძო ფიგურა, ის არის მონურ მორჩილებაში პუტინთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

ნიკა მელიას თქმით, საჭიროა მიმდინარე პროცესების განხილვა ფართო ჭრილში მოხდეს.

„მადლობა ღმერთს, რომ იმის შესაძლებლობა ეძლევა მთელ ქვეყანას, თვალყური ადევნონ ყველაფერს. შემაშფოთებელია ყველასთვის, რატომ კეთდება ეს ყველაფერი გაშმაგებით. ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერში არ არის საკვანძო ფიგურა, თუ რამდენიმე წუთის წინ გავრილოვის მიერ გავრცელებულ განცხადებას გავეცნობით, რომელიც პირდაპირ ითხოვს დეპუტატების დასჯას, მივხვდებით, რაშია საქმე. ბიძინა ივანიშვილი არის მონურ მორჩილებაში პუტინთან, რადგან მას თავის მხრივ ჰყავდეს სხვები მონურ მორჩილებაში და ამ ადამიანებს ხედავთ სხვადასხვა უწყებაში, რას აკეთებენ. თუ გგონიათ, რომ შემთხვევით გავრცელდა გავრილოვის განცხადება, ცდებით. მადლობა ღმერთს, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არ ვართ და ყველა დასკვნებს გავაკეთებთ.

ახლა ანრი ოხანაშვილზე ​და მათიკაშვილზე ნუ მალაპარაკებთ. ესენი ჭანჭიკებიც არ არიან იმ მექანიზმში, სადაც პუტინი და ივანიშვილი არიან ამ შეთანხმების ავტორები. ეს სურათი დავინახოთ ფართოთ. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. სხვა რამე ხდება აქ. ყველაზე ცოდო ახლა ბიძინა ივანიშვილია, რადგან სხვა გზას არ უტოვებს პუტინი. ეს რა ხდება, ფორსირებულად შეიკრიბნენ, პარლამენტში მოვიდნენ, საკომიტეტო მოსმენებს ატარებენ და მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. სესიაზე აუცილებლად შევალ. ბატონმა რომან გოცირიძემ თქვა გენიალური რაღაცა, რომ თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

გადაწყვეტილებას საპროცედურო კომიტეტის ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი წავიდა, ხოლო იურიდიული კომიტეტიდან მომხრე იყო ცხრა, წინააღმდეგი – სამი.

შემთხვევითი სიახლე

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს. დოკუმენტს, რომლის ადრესატი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, …