მთავარი / თბილისი / ნავთლუღში ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა
ნავთლუღში ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა
ფოტო: საგანგებო სიტუაციების სამსახრი

ნავთლუღში ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა

თბილისში ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება. უწყების ცნობით, ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა

ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს

დამწვარია 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.

შემთხვევითი სიახლე

10 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

10 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, …