მთავარი / კულტურა / ნანი ბრეგვაძე: ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ
ნანი ბრეგვაძე: ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ

ნანი ბრეგვაძე: ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ

5 ივნისს მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა. კონცერტამდე, ნანი ბრეგვაძემ ინტერვიუ რუსულ გამოცემა “იზვესტიას” მისცა, სადაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ილაპარაკა და თქვა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს ისევ უნდა დაუახლოვდეს.

“სიკეთე ხელს უწყობს ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობას, ამაზე ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს. ეს საჭიროა, რათა კვლავ დავუახლოვდეთ ერთმანეთს, როგორც ეს ადრე იყო. სამწუხაროდ, ქართველებს კვლავ არ აქვთ რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლება, რუსებს კი აქვთ. არ იფიქროთ, რომ მე პოლიტიკაში გადავდივარ. მე მხედველობაში მაქვს ადამიანური ურთიერთობები, ჩვენი მოთხოვნილება მეგობრობაზე და სიყვარულზე.

ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ! მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები რუსეთისაგან თავს შორს იჭერენ და ამბობენ: “რატომ არ გვიშვებენ თავისუფლად რუსეთში? ჩვენ ხომ რუსებს ჩამოსვლაში ხელს არ ვუშლით და მათ გულღიად ვხვდებით”. ჩვენ, უფროსი თაობა, მათ ვუხსნით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დავხვდეთ მათ კარგად, მთავარია ადამიანებმა დაინახონ, თუ როგორ კარგად ვეპყრობით რუსეთს და რუს მოქალაქეებს”, – აცხადებს ნანი ბრეგვაძე.

შემთხვევითი სიახლე

თბილისი მსოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მასპინძლობისთვის ემზადება

თბილისი მსოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მასპინძლობისთვის ემზადება

თბილისი მსოფლიოში აღიარებული კიდევ ერთი მუსიკოსის მასპინძლობისთვის ემზადება. 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს საქართველოში კონცერტებს …