მთავარი / თბილისი / N55 მარშრუტზე მწვანე ავტობუსები გავიდნენ
N55 მარშრუტზე მწვანე ავტობუსები გავიდნენ

N55 მარშრუტზე მწვანე ავტობუსები გავიდნენ

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავ N55 მარშრუტზე ახალი, მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსები გავიდნენ.

N55 მარშრუტი, N71-თან და N50-თან ერთად, მესამე მარშრუტი იქნება, რომელიც კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის, ქუჩას გაივლის. ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრა 18, 32 და 47 ნომრებთან, ხოლო თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ.

„აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდნენ. გარეუბნებიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სამივე მარშრუტის კოტე აფხაზის ქუჩაზე გატარება ძველი თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბნის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პირველი მწვანე ავტობუსები თბილისის ქუჩებში 13 მაისიდან N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ. თბილისის მერიამ სულ 90 ერთეული მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსი შეიძინა. მათგან თბილისმა უკვე 50 ერთეული მიიღო. დარჩენილი 40 ავტობუსის შემოყვანა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

შემთხვევითი სიახლე

21 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

21 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მათი ცნობით, ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების …