მთავარი / საქართველო / მუსიკოსი უჩა კორძაია გარდაიცვალა
მუსიკოსი უჩა კორძაია გარდაიცვალა

მუსიკოსი უჩა კორძაია გარდაიცვალა

უჩა კორძაია წლების მანძილზე ებრძოდა მძიმე დაავადებას, თუმცა საბოლოოდ მისი დამარცხება ვერ შეძლო.

უჩა კორძაიას გარდაცვალება “რეიტინგს” მისმა მეგობარმა, ცნობილმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ დაუდასტურა.

“ახლა მივდივართ საავადმყოფოში, უჩას არ უყვარდა საკუთარ ავადმყოფობაზე საუბარი, მას ჰქონდა ლიმფომა. ოთხი წლის შემდეგ სამწუხაროდ რეციდივი განუვითარდა და დაიღუპა. კლინიკაში იწვა, მისი შვილიც ჩამოვიდა მოსკოვიდან და მივდივართ კლინიკაში.” – განაცხადა ექიმმა.

უჩა კორძაიას გარდაცვალების ფაქტი ვრცელდება Via 75-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წარწერით: “ჩვენი უჩა გარდაიცვალა…”

უჩა კორძაია ანსამბლ “ვია 75”-ის წევრი გახლდათ. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერა ბაკურიანი.უჩა კორძაიას გარდაცვალების შესახებ ასევე წერს მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ჰიპ-ჰოპ არტისტი შავი პრინცი გარდაიცვალა

ქართული ჰიპ ჰოპის  შემსრულებელი აკაკი ბაბუნაშვილი გარდაიცვალა, რომელიც შავი პრინცის სახელით იყო ცნობილი. ის 48 …