მთავარი / თბილისი / მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს
მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს
ფოტო: 1tv

მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს

თბილისში, მდინარე მტკვარში ნაპოვნი 70 წლის მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გარდაცვლილს ოჯახის წევრები 45 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი ინფორმაციით, ის ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზაობდა.

ახლობლები და ოჯახის წევრები მომხდარს სავარაუდოდ უბედურ შემთხვევას უკავშირებენ, რადგან იმ ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი თევზაობდა, დარჩენილი იყო მისი ინვენტარი. თბილისში, „ბუდა ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში მამაკაცის ცხედარი დღეს იპოვეს.

წყარო: 1tv | ავტორი: თეონა ხუბულავა

შემთხვევითი სიახლე

4 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. ნაძალადევის …