მთავარი / მთავარი მოვლენები / მთავარ პროკურატურასთან დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტთან გრძელდება
მთავარ პროკურატურასთან დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტთან გრძელდება

მთავარ პროკურატურასთან დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტთან გრძელდება

თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია, რომელიც დღეს მთავარ პროკურატურასთან დაიწყო, პარლამენტის წინ გრძელდება.

აქციის მონაწილეებს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველო, თქვენ დღეს ჩემი შვილის გვერდით დგახართ. მადლობა ყველას, რომ ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით. ჩვენი მომავალი ჩვენია, საქართველო ჩვენია. სისტემას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი შვილები მოკლან“, – განაცხადა აქციაზე ზაზა სარალიძემ.

საპროტესტო აქცია მონაწილეთა სიტყვით გამოსვლებით გრძელდება. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირის გადადგომა მოითხოვეს, მათ შორის – ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო გვენეტაძე. ასევე, ერთ-ერთი მოთხოვნაა მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემა.

ამასთან, როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა, ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით დაგეგმილია საზოგადოებრივი ჯგუფის შექმნა. აქციის მონაწილეები პროკურატურიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.

სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში. რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

შემთხვევითი სიახლე

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საკმაოდ მწვავეა, როგორც ხელისუფლების, ასევე “ნაციონალური …