მთავარი / საქართველო / მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია. მსახიობის გარდაცვალება ოჯახის ახლობლებმა დაადასტურეს.

გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

შემთხვევითი სიახლე

აკაკი ზოიძე მიმართავს მთავრობას, რომ ხელით შესახვევ თამბაქოზეც გაიზარდოს ფასი

აკაკი ზოიძე მიმართავს მთავრობას, რომ ხელით შესახვევ თამბაქოზეც გაიზარდოს ფასი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მთავრობას მიმართავს, რომ თამბაქოს აქციზის შემდეგ, ხელით შესახვევი თამბაქოს …