მთავარი / მთავარი მოვლენები / მოზარდების დაჭრის ფაქტზე პოლიციაში არასრულწლოვანი იკითხება
მოზარდების დაჭრის ფაქტზე პოლიციაში არასრულწლოვანი იკითხება
ფოტო: ნიკა მუხიგულაშვილი

მოზარდების დაჭრის ფაქტზე პოლიციაში არასრულწლოვანი იკითხება

წითელ ბაღში მომხდარი ინციდენტის გარშემო, რა დროსაც ორი მოზარდი დაიჭრა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

სწორედ ამ მოქმედებების ფარგლებში პოლიციაში გამოკითხვაზე მიჰყავთ ყველა ის პირი, ვისაც შეიძლება რამე აკავშირებდეს შემთხვევასთან. ერთ-ერთმა, რომელიც, როგორც ირკვევა, არასრულწლოვანია, პოლიციაში ადვოკატი დაიბარა.

ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძეს ე.წ გაგარინის პოლიციის შენობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის საშუალებას პოლიციელები არ აძლევდნენ. ჩინჩალაძეს ამის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც, მისი თქმით, საქმის კურსში ჩააყენა ადვოკატის ასოციაციის თავმჯდომარე და სახალხო დამცველის აპარატი.

ორი მოზარდი, სავარაუდოდ ბასრი იარაღით 31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს. მათ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …