მთავარი / საქართველო / განათლება / მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2017 წელს სკოლებიდან 9 პედაგოგი დაითხოვეს
მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2017 წელს სკოლებიდან 9 პედაგოგი დაითხოვეს

მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2017 წელს სკოლებიდან 9 პედაგოგი დაითხოვეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე – 9. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

რაც შეეხება ძალადობისა და ბულინგის პრევენციას, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ტრენინგები ტარდება სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის და მასწავლებლებისთვის.

„ბულინგთან ბრძოლის კუთხით, რეაგირების სხვადასხვა სქემები არსებობს. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება ყველა შემთხვევაზე, როცა დასტურდება მასწავლებლისგან, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტები”, – აცხადებენ სამინისტროში. 

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ წარმოდგენილი სპეციალური ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …