მთავარი / მთავარი მოვლენები / მოქალაქე დიმიტრი ჩქარეული ყოველ თვეში „ქართულ ოცნებას“ 20 ლარს ურიცხავს
მოქალაქე დიმიტრი ჩქარეული ყოველ თვეში „ქართულ ოცნებას“ 20 ლარს ურიცხავს

მოქალაქე დიმიტრი ჩქარეული ყოველ თვეში „ქართულ ოცნებას“ 20 ლარს ურიცხავს

მოქალაქე დიმიტრი ჩქარეული პარტია „ქართულ ოცნებას“  რეგულარულად 20 ლარს ურიცხავს. 2014 წლიდან დღემდე ასეთი 41 ჩარიცხვა ფიქსირდება. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ჩარიცხვები თვეში ერთხელ, მცირე გამონაკლისებით ფიქსირდება. მაგალითად, წელს 20 ლარი ჩქარეულმა მმართველ პარტიას მხოლოდ იანვარში, თებერვალსა და აგვისტოში არ ჩაურიცხა.
20-ლარიან შენატანებამდე ფიქსირდება სამი შედარებით დიდი ოდენობის ფულადი ტრანზაქცია. 2014 წლის 19 მაისს ჩქარეულმა პარტიას 300 ლარი ჩაურიცხა, 30 ივნისს – 250 ლარი, 6 აგვისტოს კი, 100 ლარი.

დიმიტრი ჩქარეული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის თვითმმართველობებთან ურთიერთობის და რეგიონული პოლიტიკის სამმართველოს უფროსია. 2017 წელს მისმა ხელფასმა 35 600 ლარი შეადგინა. ამასთან, ჩქარეულს უფიქსირდება სესხის აღება 16 120 ლარის ოდენობით.

პირველი არხი დაუკავშირდა დიმიტრი ჩქარეულს იმის გასარკვევად, თუ რა მიზნით და მოტივაციით ურიცხავს თვეში ერთხელ მმართველ პარტიას 20 ლარს. თუმცა, ჩქარეულმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

წყარო: 1tv | ავტორი: სანდრო ჯუფალაკიანი

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …