მთავარი / თბილისი / მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება
მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება

მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება

2020 წლის თბილისის ბიუჯეტი და მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი მთლიანი პროექტების ჯამი დაახლოებით მილიარდ 300 მილიონს შეადგენს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„მას შემდეგ, რაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება. ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს, თუმცა მათ არ უნდა შევუშინდეთ. პირიქით, ჩვენი ენთუზიაზმითა და შემართებით, შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქის აწუხებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს თბილისის ბიუჯეტი 920 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონს აღწევდა.

„რაც შეეხება 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებს და გამოყოფილ თანხას, ის დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა და დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. არის ორი ძირითადი მიმართულება – ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მოქალაქეებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთონ და არსებული შენიშვნები წარმოადგინონ. თბილისის მერიის მიერ ინიცირებული მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 20 მილიონი იქნება, რომელსაც დაახლოებით, 60-დან 80 მილიონამდე გარდამავალი ნაშთი დაემატება.

აღნიშნულ თანხას ემატება ასევე, 200 ავტობუსისთვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი – დაახლოებით, 65 მილიონი ევროს ოდენობით. პროექტს მუნიციპალიტეტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ახორციელებს. აღნიშნული ავტობუსები 12-მეტრიანი იქნება, რომელიც ქალაქში არსებულ ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ თანხებს, საბიუჯეტო ხარჯები დაახლოებით, იმავე დონეზე შენარჩუნდება. კერძოდ, თუ ის 2019 წელს 336 მილიონს შეადგენდა, მისი ოდენობა მომავალ წელს 338 მილიონი იქნება. ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით კი მთლიანი ხარჯები ავტობუსების ჩანაცვლების ჩათვლით, წლევანდელი ხარჯებისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მობილიზებული რაიონების მასშტაბით. გამგეობების დაფინანსება საგრძნობლად გაიზრდება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ რაიონებში, მათ შორის, გარეუბნების დონეზე, 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი საგზაო და კეთილმოწყობის ღონისძიებები შესრულდეს. ასევე, დაახლოებით, 15-16 მილიონით გაიზრდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსება. 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დედაქალაქის საკრებულო მომავალი თვიდან დაიწყებს.

შემთხვევითი სიახლე

უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა დღეიდან 20 ლარამდე გაიზარდა

უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა დღეიდან 20 ლარამდე გაიზარდა

დღეიდან თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა – ამ დარღვევისთვის მოქალაქე ხუთი …