მთავარი / თბილისი / მეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა
გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა

მეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მეზობლები მცირეწლოვანი გოგონას გარდაცვალების დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ყვებიან, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი.

როგორც გარდაცვლილი გოგონას ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, ბავშვს დედა სცემდა, რის გამოც, პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს.

მეზობლების თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დღეს დაიწყო.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

„გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, – განაცხადეს შსს-ში.

შემთხვევითი სიახლე

კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა

კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და მიწისქვეშა გადასასვლელთან …