მთავარი / საქართველო / მეწყერის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი და ევაკუირებული მოსხლეობა – აჭარის ნაწილი სტიქიას ებრძვის
მეწყერის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი და ევაკუირებული მოსხლეობა - აჭარის ნაწილი სტიქიას ებრძვის
ფოტო: აჭარის ტელევიზია

მეწყერის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი და ევაკუირებული მოსხლეობა – აჭარის ნაწილი სტიქიას ებრძვის

ინტენსიურმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. მეწყრული კერები ქობულეთის რაიონის რამდენიმე სოფელში განვითარდა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ქობულეთსა და ზედა სამებაში იყო. ჩაიხერგა შიდა სასოფლო გზები. რამდენიმე სოფლიდან აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუირება. გვიან ღამით საკუთარი სახლები სულ ექვსმა ოჯახმა დატოვა, რადგან მეწყერი უკვე სახლებს უახლოვდებოდა.

ქობულეთის გზაზე მეწყერის ქვეშ მოყვა მსუბუქი ავტომობილიც, რომელშიც 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. მაშველებმა მათი ამოყვანა უვნებლად განახორციელეს.

ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 1500-მდე აბონენტი. როდის აღუდგება მოსახლეობას დენის მიწოდება ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: რუსთავი2

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …