მთავარი / თბილისი / მეტროსადგური „გოცირიძის“ კაპიტალურ განახლებაზე 2 მლნ. ლარი დაიხარჯება

მეტროსადგური „გოცირიძის“ კაპიტალურ განახლებაზე 2 მლნ. ლარი დაიხარჯება

„მიმდინარე კვირაში მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ კაპიტალურ განახლებაზე და რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოცხადდება,“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მთავარმა ინჟინერმა გიორგი ტალახაძემ განუცხადა.

როგორც ტალახაძე აღნიშნავს, პროექტი დასრულებულია და მას ყველანაირი შემოწმება გავლილი აქვს. „გოცირიძის“ განახლებული მეტროსადგურის საპროექტო ღირებულება 2 მილიონი ლარია. გიორგი ტყემალაძე ჩვენთან საუბრისას ამ ეტაპზე მშენებლობის დაწყების ზუსტ თარიღს სატენდერო პირობების გამო ვერ ასახელებს.

ასევე თბილისის სატრანსპორტო სამსახურის მიერ „კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით 2019 წელს მეტროს 15 ვაგონის სრული მოდერნიზაცია იგეგმება, ხოლო 12 ვაგონის საშუალო შეკეთება. ვაგონების მოდერნიზაცია ჯამში 22 616 000 ლარი ჯდება.

წყარო: კომერსანტი | ავტორი: ლიკა გურაბანიძე

შემთხვევითი სიახლე

„თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე“ სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება

„თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე“ სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება

მიმდინარე წლის სექტემბერში „თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის“ ტერიტორიაზე 5 სართულიანი სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ …