მთავარი / თბილისი / მეტეხის გვირაბებში 4 დეკემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
მეტეხის გვირაბებში 4 დეკემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მეტეხის გვირაბებში 4 დეკემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტეხის გვირაბებში ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში.

30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, 23:00-დან 07:00 საათამდე, გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

2 და 3 დეკემბერს, 23:00-დან 07:00 საათამდე, გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …