მთავარი / საქართველო / განათლება / მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფარულად გადაღებული ვიდეო

მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფარულად გადაღებული ვიდეო

განათლების სამინისტროს ცნობით, 2016 წლიდან დღემდე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 23 მასწავლებელი გაათავისუფლეს.

გადაცემა “იმედის დღემ” მოიპოვა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მასწავლებელი მოსწავლეზე დავალების შეუსრულებლობის გამო ჯერ მორალურად ძალადობს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სახაზავით ან ხის ჯოხით სცემს.

18 ოქტომბერს სახალხო დამცველმა სკოლებში ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

2016-2017 სასწავლო წლის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ძალადობის ფაქტები. ასევე გამოვლინდა მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებიც.

ანგარიშის მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …