მთავარი / თბილისი / მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
როგორი იქნება ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა

მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

თბილისში, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასევე იგეგმება ბაგებისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელება.

„დაწყებული გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე გაზაფხულზე დასრულდება თავისი გამწვანების სამუშაოებით, ახალი განათების ბოძებით. ვაპირებთ საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის სისტემები, შეიცვლება გაზის მილები. გამწვანება თავიდან განახლდება. დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება კეთილმოწყობილი და განახლებული, როგორც სხვა შემთხვევაში გვქონდა“, – განაცხადა კალაძემ.

ნახეთ როგორი იქნება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზა

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …