მთავარი / თბილისი / მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა
მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან“ ავტოავარია მოხდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ავარიისას ექვსი ავტომობილი დაზიანდა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ავარიის გამო, აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხდა და საცობი წარმოიქმნა.

წყარო: 1tv | ავტორი: მირიან მელაძე

შემთხვევითი სიახლე

დედაქალაქში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური …