მთავარი / საქართველო / მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, დააფინანსოს „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი, უკრაინელი ტურისტებისთვის

მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, დააფინანსოს „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი, უკრაინელი ტურისტებისთვის

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, „თიბისი ჰოლდინგის” სახელით დააფინანსოს „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომელსაც “თბილისი თუდეი” უცვლელად გთავაზობთ:

“მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს

Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავია მიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, …