მთავარი / საქართველო / მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას. ეს არის ყველაზე რელევანტური შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ იმ ვითარებას, რაც არის ქვეყანაში, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში გამოსვლისას.

მამუკა ბახტაძემ კრიტიკოსების პოზიცია არ გაიზიარა, მათ უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის აღმოფხვრის იდეა მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ.

პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ ჭარბვალიანობა არის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ერთის მხრივ ამცირებს განკარგვად შემოსავალს, მეორეს მხრივ კი, პრობლემურ მსესხებლებს  ეკონომიკურ აქტივობას უზღუდავს.

“დაახლოებით, 630 000 ადამიანი არის დღეს ე.წ “შავ სიაში” და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანებში არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის, უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30% ჩამოშორებულია ეკონომიკის განვითარებისგან, რაც ამცირებს ინკლუზიურ განვითარებას.

წყარო: gbc

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …