მთავარი / საქართველო / მამაკაცის გამო გორში ქალებმა ერთმანეთი სასტიკად ცემეს
მამაკაცის გამო გორში ქალებმა ერთმანეთი სასტიკად ცემეს

მამაკაცის გამო გორში ქალებმა ერთმანეთი სასტიკად ცემეს

სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს – სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა.

ამის შესახებ დღეს გორში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმა მალხაზ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

საქმე იმაშია, რომ გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ერთმანეთის ცემაში ადანაშაულებს. პოლიციამ ბრალი ორივე მათგანს 126-ე მუხლით წარუდგინა (ცემა).

პროკურატურის მტკიცებით: ,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისი ქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორე ქალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა, მეტიც სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მიიღო დაჟეჟილობა.”

ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ მამაკაცის მეუღლე სცნობს, ხოლო მეგობარი ქალი ამბობს, რომ უდანაშაულოა, რადგან მეორე ბრალდებული თავს დაესხა და თავს იცავდა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მამაკაცი დაკითხა, ის მომხდარს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგაც მეუღლესთან და მეგობარ ქალთან კვლავაც აგრძელებს ურთიერთობას.

წყარო: qartli

შემთხვევითი სიახლე

#მადლობასაქართველოსთვის – კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს

ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპი“ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს …