მთავარი / მთავარი მოვლენები / მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკს არ მიმართავენ, პატიმარი მელია მოგვყავსო – ნიკა მელია
მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკს არ მიმართავენ, პატიმარი მელია მოგვყავსო - ნიკა მელია

მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკს არ მიმართავენ, პატიმარი მელია მოგვყავსო – ნიკა მელია

ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ნაკლია, რომ ის ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, დღეს ხელისუფლება დაბნეულია და გამოძიებას მის წინააღმდეგ არ აქვს მტკიცებულება.

„ეს არის რუსული ოცნება და მისი ხელმძღვანელი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც არა მარტო დიდი ფულის და გავლენის მატარებელია, არამედ ადამიანი, რომლის ძირითადი ნაკლი არის შემდეგი, იგი ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში.

დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, არ მინდა სახელი და გვარის დასახელება, არის ბევრად შებოჭილი ვიდრე ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი ვინც ქუჩაში დადის ახლა. ამ ადამიანებს რომ კითხო, პარლამენტარები არიან და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლს ახორციელებენ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ბიძინა ივანიშვილს მოსამსახურე პერსონალი ყავს მაღალ თანამდებობებზე. თუკი, როდესმე შეიძლება ღირსეული წარმოჩნდე და დაამტკიცო, რომ დამოუკიდებელი ხარ, ამაზე საუკეთესო საშუალება, რომ მწვავე კითხვა დაუსვა პროკურორს და რასაც ჩაგძახებენ, ის არ ამოსძახო, არ არის.

მასალები გადმოცემული არ არის, ადვოკატმა მიმართა, პროკურატურა ვალდებული იყო და არ გადასცა, გარდა იმ ფარატინა ქაღალდისა, რაც პარლამენტშია წარმოდგენილი. რომელ მტკიცებულებებზეასაუბარი, როდესაც დალაგებული სახით პროკურატურის წარმომადგენელი საუბრობს, რომ მელიას ორი პასპორტი აქვს, ერთი ჩვეულებრივი და ერთი დიპლომატიური და აქვს შესაძლებლობა შენგენის ქვენებშითავისუფლად გადაადგილებისო.

არა თუ ერთსაათიანი, არამედ 10 წუთიანი ვთქვი. მე ვთქვი, რომ 10 წუთის განმავლობაში თუ არ გადაგებოდა კობახიძე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვიდობიანად, ძალიან კონსტრუქციულად, ხელებაწეულები, შევალთ პარლამენტის ეზოში და დაველოდებით კობახიძის გადადგომას და როდესაც გადადგება ჩვენ დავტოვებთ ტერიტორიას და ვფიქრობ ნებისმიერი ერის ამაყი მოქალაქეები იგივენაირად მოიქიცეოდნენ. არამგონია რომელიმე თქვენგანი სხვა მოსაზრებაზე იყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან ნიკა მელიას თქმით, ის იმედოვნებს, რომ არ მოხდება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაც.

„დაპატიმრების შემთხვევაში მიმართვა კეთდება პენიტენციურ დაწესებულებაზე, რომ პატიმარი მოდის, მაგრამ ესენი ისეთი დაბნეულები არიან, მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკზე არ გააკეთებენ მიმართვას.

გიგი უგულავას, ირაკლი ოქრიაშვილის დაკავებას რაც შეეხება, ამ დონის სიგიჟეზე იმედს ვიტოვებ არ წავლენ, ბიძინა ივანიშვილის მზე ესვენება, იძირება გემი“, – განაცხადა ნიაკ მელიამ.

შემთხვევითი სიახლე

სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას პასუხობს

პასუხი პუტინს ასეთია: ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, …