მთავარი / სპორტი / ლოკომოტივის სტადიონზე გულშემატკივრების დაპირისპირების გამო მატჩი ჩაიშალა
ლოკომოტივის სტადიონზე გულშემატკივრების დაპირისპირების გამო მატჩი ჩაიშალა

ლოკომოტივის სტადიონზე გულშემატკივრების დაპირისპირების გამო მატჩი ჩაიშალა

თბილისში, „ლოკომოტივის“ სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ გულშემატკივრები, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მედიაკომპანიის ცნობით, სამართალდამცავებმა მოახერხეს და „ტორპედოს“ გულშემატკივრები სტადიონიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა.

გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, მატჩი შეწყვეტილია. ამ დროის მონაცემებით,  „ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:0 ამარცხებს ქუთაისის „ტორპედოს“.

აღნიშნული მატჩი დაწყებიდან რამდენიმე წუთშიც შეჩერდა, ვინაიდან გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მოედანზე პიროტექნიკა გადაყარეს. მატჩის განახლების შემდეგ გულშემატკივრებმა პიროტექნიკა კიდევ ერთხელ გადაყარეს, რასაც უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დადგება თუ არა დღის წესრიგში მატჩის ხელახლა ჩატარების საკითხი და დაჯარიმდება თუ არა მომხდარის გამო რომელიმე კლუბი, აღნიშნულ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …