საქართველოში ლიეტუვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი ლიეტუველებს საქართველოში დასასვენებლად იწვევს და ამგვარად ქვეყნის ტურიზმის მხარდაჭერას სთავაზობს.
ამის შესახებ დიპლომატი „ტვიტერში“ წერს და საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
„მოგიწოდებთ ყველას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას. მიმდინარე წელს ამ ქვეყანაში გამგზავრებით, თქვენი პირადი თავგადასავლებისთვის შესანიშნავი გარემო გელოდებათ”, – წერს ლიეტუვის ელჩი.
Inviting everyone 2 support 🇬🇪 tourism industry by travelling here this year – a wonderful environment 4 building your own personal adventure awaits https://t.co/iCwdNXbEnL pic.twitter.com/fUV6YPTUyo
— Giedrius Puodziunas (@Puodziunas_G) June 23, 2019