ლიდერბეთი ვაკის საცურაო აუზს ყიდულობს | Tbilisi Today
მთავარი / მთავარი მოვლენები / ლიდერბეთი ვაკის საცურაო აუზს ყიდულობს
ლიდერბეთი ვაკის საცურაო აუზს ყიდულობს

ლიდერბეთი ვაკის საცურაო აუზს ყიდულობს

„კომერსანტის„ ექსკლუზიური ინფორმაციით, „ვაკის საცურაო აუზის“ (ე.წ. ბენდუქიძის აუზი) ყიდვას აზარტული თამაშების კომპანია „ლიდერბეთის“ მფლობელი და დამფუძნებელი აკაკი შუბითიძე გეგმავს.

საცურაო აუზის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ბარძემაშვილი „კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ „ლიდერბეთსა“ და „ვაკის საცურაო აუზს“ შორის ობიექტის შესყიდვასთან დაკავშირებით  მოლაპარაკებები  მართლაც მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე ნასყიდობის  ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

„2 წელია აქ ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩამოგითვლით, რამდენ ბიზნესს ჰქონდა აუზის ყიდვის მცდელობა. ეს მიმდინარე პროცესია. მოლაპარაკება, მემორანდუმი, წინასწარი ხელშეკრულება აუზის ყიდვის არცერთ მსურველთან არ ყოფილა. „ლიდერბეთი“  ერთ-ერთი რეალური დაინტერესებული მხარეა,“ – განაცხადა ეკა ბარძემაშვილმა.

„ვაკის საცურაო აუზის“  გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ობიექტს ფინანსური პრობლემები არ აქვს. მისი თქმით, სპორტულ კომპლექსს დღეს უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე წინა წლებში.

„კომერსანტის“ კითხვაზე, სურს თუ არა „ვაკის საცურაო აუზის“ მფლობელს ობიექტის გასხვისება, ეკა ბარძემაშვილი პასუხობს:

„თუ მას შესთავაზებენ დღეს, ხვალ ან ზეგ რაღაც x თანხას, რომელიც მისთვის მომხიბვლელი იქნება, ალბათ, მესაკუთრე „ვაკის საცურაო აუზის“ გაყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – აცხადებს ეკა ბარძემაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია სახელით – „გადავარჩინოთ ვაკის აუზი“. პეტიციის აღწერაში წერია, რომ საცურაო აუზის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსები უნდა აშენდეს. ვაკის საცურაო აუზის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ბარძემაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა არასდროს ყოფილა განხილვის საგანი.

„აუზის დანგრევას და იქ კორპუსის აშენებას აუზის ამჟამინდელი მეპატრონე არც კი განიხილავს. ხვალაც რომ გასხვისდეს აუზი და  ახალ მფლობელს დანგრევა უნდოდეს, ქალაქის მერიის ნებართვის გარეშე ეს ვერ მოხდება,“ – ამბობს ეკა ბარძემაშვილი.

ყიდულობს თუ არა ვაკის საცურაო აუზს შპს „ლიდერ-ბეთ სლოტის“ დამფუძნებელი, „ლიდერბეთში“ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. კომპანიის მენეჯერის განცხადებით, დამფუძნებლის გეგმების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

წყარო: კომერსანტი | ავტორი: ბაჩო ადამია

შემთხვევითი სიახლე

შემოწმება გავიარე და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ - მიხეილ სააკაშვილი

შემოწმება გავიარე და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამხედრო …