მთავარი / სპორტი / ლებედევმა ფიფას ანტირუსული ლოზუნგებისთვის ქართველი ფეხბურთელების დასჯა მოთხოვა
ლებედევმა ფიფას ანტირუსული ლოზუნგებისთვის ქართველი ფეხბურთელების დასჯა მოთხოვა

ლებედევმა ფიფას ანტირუსული ლოზუნგებისთვის ქართველი ფეხბურთელების დასჯა მოთხოვა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა მოუწოდა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა) ზომები მიიღოს ქართველი ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გავიდნენ. ამის შესახებ ლებედევმა „ტვიტერში“ დაწერა.

ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელების მაისურებზე ამგვარი წარწერა იყო – „გვახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“.

„ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს“, – დაწერა რუსმა პოლიტიკოსმა.

შემთხვევითი სიახლე

ლიანა ჯოჯუამ მსუბუქ წონაში ММА-ს მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა [ვიდეო]

პირველად FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ისტორიაში, სატიტულო ბრძოლაში ქართველი გოგონა რუს მეტოქეს დაუპირისპირდა. 22 წლის ჯოჯუა, …