მთავარი / მთავარი მოვლენები / ლარი შესუსტდება, მაგრამ გვეშველება
ლარი შესუსტდება, მაგრამ გვეშველება

ლარი შესუსტდება, მაგრამ გვეშველება

“ლარი შესუსტდება და ვაიმე  რა გვეშველება“, – საინვესტიციო ბანკირები ექსპერტების მხრიდან სავალუტო ბაზრის სწორხაზოვან ანალიზს არ იზიარებს.

აღნიშნავენ, რომ ეკონომიკა ციკლია, გადინებას შემოდინება აბალანსებს და შესაბამისად, საწავავის გაძვირების მოლოდინები მხოლოდ ცალხმრივად არ უნდა გაანალიზდეს. საწავავის გაძვირება მხოლოდ გადახურდავება არ არის. ნავთობის ფასის აწევას სხვა დატვირთვაც აქვს. პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკა უჯობესდება, რაც სხვადასხვა არხით საქართველოზეც აისახება. მაგ: აზერბაიჯანი, რომელიც უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, უფრო მეტად გამოიყენებს საქართველოს სავაჭრო დერეფნს, უფრო მეტს იყიდის, უფრო მეტი იქაური ტურისტი ჩამოვა და ფულს ჩვენს ქვეყანაში დახარჯავს.

საქართველოში შემოსული უფრო მეტი ვალუტა კი ნიშნავს ლარის კურსზე წნეხის მოხსნას. ექსპერტთა ნაწილი „ფინექს-1970“-ის და მისი თანამოაზრეების პროგნოზს სრულად არ იზიარებს.

წინასაახალწლოდ ლარის უფრო პოზიტიურ მომავალს ხედავენ, ვიდრე ნეგატიურს. რასაც სეზონური ფაქტორები განაპირობებს, მათ შორის წინასაახალწლო შოპინგი. ამასთან, იმპორტიორს აქტიურობა უკვე დასრულებული აქვს. ბიზნესსექტორს თადარიგი დაჭერილი აქვს და საქონელი მომარაგებული.

ლარი/დოლარის კურსის $1/2.7-მდე აწევა „ფინექს -1970 -ის“ ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ დაანონსა. ის პიკს ნოემბრის შუა რიცხვბში ელის, ლარის გაუფასურების პერიოდს კი 20 დეკემბრამდე ხედავს.

ნიკა შენგელიამ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემული კომენტარი, სოციალურ ქსელში თავის გვერდზე  გამოაქვეყნა. ექსპერტის მოლოდინები $1/₾2.63-ზე დაგეგმილმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტმა გაამყარა. ნიკა შენგელიამ ბაზარზე სებ-ს მონაწილეობის სცენარზეც საუბრობს. მიაჩნია, რომ ცენტრალური ბანკი ლარის კურსის გამყარებას არ დაუშვებს, რადგანაც მაც მუდმივად საყიდელი ექნება დოლარი რეზერვების შევსებისა და ვალის მომსახურებისთვის.

წყარო: GBC

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …