მთავარი / საქართველო / ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა [ვიდეო]
ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა [ვიდეო]

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს „უნამუსო ჩათლაშკა“ უწოდა. ვიდეომასალა ლანა ღვინჯილიამ საკუთარ გვერდზეც გაავრცელა.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

შემთხვევითი სიახლე

ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლას გეგმავს. 2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის …