მთავარი / თბილისი / კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა
კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა

კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და მიწისქვეშა გადასასვლელთან მდგარ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს შეეჯახა.

მძღოლის განცხადებით, მას მარცხენა მხრიდან სხვა მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც შეეცადა, მიმართულება მარჯვნივ აეღო. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შემთხვევითი სიახლე

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო. არსებული …