მთავარი / საქართველო / კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა
კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების თაობაზე ავიაკომპანია Korean Air-ის განაცხადი დააკმაყოფილა.

უწყების ინფორმაციით, კორეული ავიაკომპანია Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ჩარტერული რეისები საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.

ცნობისთვის: Korean Air კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც SkyTeam-ის ალიანსის წევრია და 44 ქვეყნის 124 მიმართულებით ოპერირებს. Korean Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩარტერული ოპერირება 2018 წელს დაიწყო. შარშან ავიაკომპანიამ სეული-თბილისი-სეულის საჰაერო ხაზზე ორი ჩარტერული ფრენა განახორციელა.

წყარო: კომერსანტი

შემთხვევითი სიახლე

#მადლობასაქართველოსთვის – კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს

ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპი“ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს …