მთავარი / საქართველო / ტურიზმი / კლიპი შესაძლოა მეშვიდიმილიონე ტურისტის საქართველოში შემოსვლაზეც გადაიღონ
კლიპი შესაძლოა მეშვიდიმილიონე ტურისტის საქართველოში შემოსვლაზეც გადაიღონ

კლიპი შესაძლოა მეშვიდიმილიონე ტურისტის საქართველოში შემოსვლაზეც გადაიღონ

შატილში ტურისტული სეზონი არ ჩავარდება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. მისი თქმით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაები უკვე დასრულებულია და ამ კუთხით, ტურისტულ სეზონს საფრთხე არ ემუქრება.

გიორგი ჩოგოვაძემ ტურისტული ნაკადის კიდევ უფრო გაზრდაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ წლის ბოლოს მეშვიდიმილიონე ტურისტის საქართველში შემოსვლის კლიპიც გადაიღონ.

მისი თქმით, ტენდენცია საკამოდ მზარდია, რაც ნაწილობრივ ტურიზმის ადმინისტრაციის დამსახურებაა. კერძოდ ის რომ მაქსიმალურად ხდება საქართველოს პოპულარიზაცია საიმიჯო კლიპებით თუ სხვადასხვა აქტივობებით.

მეექვსიმილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი საქართველოში პირველად 10 მარტს ჩამოვიდა. მას საქართველოში საპატიო დახვედრა აეროპორტშივე მოუწყეს. მოგვიანებით კი ბლექს საქართველოს პრემიერმინისტრმა უმასპინძლა.

წყარო: imedinews