მთავარი / სპორტი / ხვალიდან “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მატჩის ბილეთები სალაროებში გაიყიდება
ხვალიდან “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მატჩის ბილეთები სალაროებში გაიყიდება

ხვალიდან “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მატჩის ბილეთები სალაროებში გაიყიდება

საქველმოქმედო მატჩზე “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ბილეთების შეძენა ხვალიდან “დინამო არენას“ სალაროებშიც იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge-ზე 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარია, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.

საქველმოქმედო მატჩს “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის” ფეხბურთის ფედერაცია პარტნიორებისა და სპონსორების მხარდაჭერით გამართავს. ამის შესახებ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.

“აგვისტოში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველო-ირლანდიის მატჩიდან შემოსული თანხა სრულად გადარიცხულიყო ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში და მაშინვე  დავიწყეთ ზრუნვა და იდეაც დაგვებადა, რომ საქველმოქმედო მატჩი გაგვემართა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ პერიოდში დავიწყეთ კომუნიკაცია პარტნიორებთან, სპონსორებთან და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ გვეყოლებოდა პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც შევძლებდით ამ მატჩის ორგანიზებას, მივიღეთ გადაწყვეტილება თამაშის ორგანიზების შესახებ”, – თქვა დავით მუჯირმა. 

საქველმოქმედო მატჩში “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება, რომელშიც თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს. მატჩში კალაძის მონაწილეობაზე განმარტება გააკეთა მისი შტაბის უფროსმა არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძის თქმით, “პარტია ამ მატჩში მონაწილეობით არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას, წინასაარჩევნო კამპანიას და მის რაიმე ელემენტებს არ გამოიყენებს”.

თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები ესტუმრებიან, როგორებიც არიან: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი,  ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.

მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის 1 754 133 ლარი უკვე შეგროვდა. როგორც imedinews-ს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის უწყების სახაზინო სამსახურში გახსნილ ანგარიშებზე, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყე-პარკის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად თანხების ჩარიცხვა გრძელდება.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …